Accessibility links

logo-print

კარასინი საქართველოს ხელისუფლების „რბილ ტონს“ მიესალმება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირველი განცხადება მოწმობს, რომ ღია კონფრონტაციის პერიოდი უკან დარჩა. „დადგა მსჯელობისა და იმაზე ფიქრის დრო, როგორ უნდა მოხდეს ურთიერთობების აგება მომავალში“, - განაცხადა კარასინმა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის დაწყებამდე ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში. რუსეთი, კარასინის თქმით, ჟენევის დისკუსის უშუალო მონაწილეებს სთავაზობს, შეადგინონ ერთობლივი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ", -განაცხადა კარასინმა. ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი დღეს იმართება. თუმცა, ჟენევის დისკუსიაზე ქართული დელეგაცია ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებას რუსეთისგან ელოდება. როგორც მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განუცხადა, „საქართველოს უკვე აქვს იურიდიულად აღებული ვალდებულება ძალის არგამოყენებაზე და ჩვენ არც განვიხილავთ ამ ოკუპირებულ რეგიონებთან უშუალოდ რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერას. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთმა უპასუხოს საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე", - განაცხადა ზალკალიანმა.
XS
SM
MD
LG