Accessibility links

logo-print

პაკისტანმა შესაძლოა კვლავ გადაუკეტოს ნატოს მომარაგების მარშრუტი


პაკისტანის თალიბანის ლიდერის ჰაკიმულა მეჰსუდის მოკვლას, შესაძლოა, მოჰყვეს ავღანეთთან დამაკავშირებელი მომარაგების მარშუტის გადაკეტვა ნატოს კოალიციური ძალებისათვის. ამჟამად ავღანეთის მომარაგების 80 პროცენტი ჩრდილოეთის სადისტრიბუციო მარშრუტის საშუალებით ხორციელდება, თუმცა პაკისტანის სიახლოვე და მისი საზღვაო პორტები კვლავაც დიდი მნიშვნელობას იძენს და წარმოადგენს იაფ მარშრუტს ავღანეთში მყოფი ნატოს საერთაშორისო ძალების მომარაგებისათვის. „ეს გადაწყვეტილება გაართულებს ოპერაციების მართვას. ეს დააბრკოლებს და კიდევ უფრო გააძვირებს გარკვეული აღჭურვილობის შეტანას ავღანეთში, რადგან დუბაიდან და რეგიონში მდებარე სხვა პორტებიდან სულ უფრო მეტი აღჭურვილობის საჰაერო გზით სასწრაფო გადატანა გახდება საჭირო. ეს კიდევ უფრო გააძვირებს ისედაც წარმოუდგენლად ძვირადღირებულ სამხედრო ოპერაციას.“ - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს სამსახურების ლონდონის ინსტიტუტის მეცნიერ- თანამშრომელი შაშნაკ ჯოში. ასეთ გადაწყვეტილებას უკვე დაუჭირა მხარი პროვინციის პარლამენტმა, თუმც საკითხს საბოლოოდ მაინც ფედერალური ხელისუფლების თანხმობა სჭირდება.
XS
SM
MD
LG