Accessibility links

logo-print

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, არაფატი პოლონიუმით მოწამლეს


პალესტინელების ყოფილი ლიდერის, იასერ არაფატის ქვრივი სუჰა არაფატი აცხადებს, რომ შვეიცარელი ექსპერტების დასკვნით, არაფატის სიკვდილი გამოიწვია 2004 წელს რადიაქტიურ ნივთიერება პოლონიუმით მოწამვლამ. სუჰა არაფატის თქმით, მისი მეუღლე „პოლიტიკურმა მკვლელობამ“ შეიწირა. ექსპერტების ჯგუფმა შარშან მოახდინა არაფატის ნეშტის ექსჰუმაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალაში, მისი მოწამვლის ბრალდების შესამოწმებლად. სუჰა არაფატს სამშაბათს გადასცეს შვეიცარელი ექსპერტების დასკვნა. როგორც ქვრივი აცხადებს, სახეზეა "მეცნიერული დასაბუთება", რომ არაფატი მოკლეს. სუჰა არაფატი არავის უყენებს მოწამვლის ბრალდებას - ამბობს, რომ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერს ბევრი მტერი ჰყავდა. არაფატი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG