Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოკ-ის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის წინააღმდეგია


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის წინააღმდეგია. აქტივისტები 2014 წლის თამაშების ბოიკოტისაკენ მოწოდებით გამოდიან რუსეთში გეების საწინააღმდეგო კანონების გასაპროტესტებლად. მაგრამ ბახი ფიქრობს, რომ „ბოიკოტები წინააღმდეგობაში“ მოდის სპორტის მთავარ პრინციპთან, რადგან მათ შედეგად იკარგება მშვიდობიანად, ურთიერთგაგებით და სოლიდარობით მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. ბახმა ეს განცხადება გააკეთა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რომლის მონაწილეებმაც მიიღეს სიმბოლური რეზოლუცია სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების და პარაოლიმპიური თამაშების დროს ზავის გამოცხადების თაობაზე.
XS
SM
MD
LG