Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოს 2,5%-ს შეადგენს


საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის 2,5%-ით განისაზღვრება. ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, რომელმაც ისაუბრა მიზეზებზე, რატომ ვერ იქნა მიღწეული ეკონომიკის დაგეგმილი, 6%-ანი ზრდა. „ჩვენ ველოდით წლის დასაწყისში, რომ იქნებოდა 6%-ანი (ზრდა), მაგრამ სამწუხაროდ მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებმა, ე.წ. კოჰაბიტაციამ და, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, პრეზიდენტის მხრიდან მუდმივად ხელის შეშლამ და კიდევ სხვა ფაქტორებმაც, რომელთა ნაწილი ობიექტურია, ნაწილი სუბიექტური - მიგვიყვანა იქამდე, რომ წელს ეკონომიკა სამწუხაროდ 6% ვერ იქნება“, განაცხადა ხადურმა. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უარყო „ხელის შეშლის“ ბრალდება და აღნიშნა, რომ მას სურს, საქართველოს ეკონიმიკა გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG