Accessibility links

ალასანიამ შეხვედრა გამართა საფრანგეთის პარლამენტის ეროვნულ ასამბლეაში


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის პარლამენტის ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრა გამართა. მან საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის და თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრ დეპუტატებთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილა. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში გამართულ პრეზიდენტის არჩევნებს. ფრანგმა პარლამენტარებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში ჩატარებული გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების გამო. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრის ერთ-ერთი თემა ვილნიუსის და 2014 წლის ნატოს მომავალი სამიტების მნიშვნელობაც იყო.
XS
SM
MD
LG