Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს „ტვიტერის“ აქციები გაიყიდება ნიუ-იორკის ბირჟაზე


დღეს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ამერიკული კომპანია „ტვიტერის“ აქციები გავა გასაყიდად. ერთი დღით ადრე მსოფლიოში უდიდესი მიკრობლოგების სერვისის ხელმძღვანელებმა თითო აქციის ფასიც განსაზღვრეს. კომპანიას გამიზნული აქვს მილიარდ 800 მილიონი ამერიკული დოლარის მოზიდვა. თუკი აქციების ფასი წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულზე გაჩერდება, მაშინ, კომპანიის კაპიტალი 18 მილიარდ დოლარს შეადგენს. „ტვიტერი“ 2006 წელს მხოლოდ ფირმის თანამშრომელთა ურთიერთობისათვის შეიქმნა. დღეს კი „ტვიტერის“ მომსახურებით 500 მილიონი ადამიანი სარგებლობს. სხვადასხვა გამოკვლევის მიხედვით, ნახევარ მათგანზე მეტი „ტვიტერის“ აქტიური მომხმარებელია.
XS
SM
MD
LG