Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გაიმართება ირანისა და „ექვსიანის“ წარმომადგენელთა შეხვედრა


7-8 ნოემბერს, ჟენევაში გაიმართება ირანისა და „ექვსიანის“წარმომადგენლების მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი. „ექვსიანის“ მხრიდან მოლაპარაკებებში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი ჩაებმება. ირანის მხარეს კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი. შეხვედრამდე ზარიფმა განაცხადა, რომ „თუკი მხარეები ამ მოლაპარაკებებით წინ ვერ წაიწევენ, ეს კატასტროფა არ იქნება“. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში თეირანმა შესაძლოა ხელი მოაწეროს „ექვსიანთან“ ჩარჩო ხელშეკრულებას ირანის ბირთვული ირაღის თაობაზე. ზაფირის სიტყვებით, არ არის აუცილებელი დაწესდეს კონკრეტული თარიღი შეთანხმების მიღწევის თაობაზე.
XS
SM
MD
LG