Accessibility links

ჩურკინი: სოჭი ქართველ სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს პატივისცემით მიიღებს


რუსეთი პირობას დებს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს პატივისცემით მიიღებენ. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა გენერალური ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. "საქართველოს მხრიდან სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით პოლიტიკური ბატალიების აგორების მცდელობის მიუხედავად, ქართველ სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სოჭში სრული პატივისცემით მიიღებენ, რასაც ისინი იმსახურებენ", - განაცხადა ჩურკინმა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ვიტალი ჩურკინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს წარმომადგენელმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხი "ისევ დააყენა".
XS
SM
MD
LG