Accessibility links

logo-print

ოლიმპიურ ცეცხლს ღია კოსმოსში გაიტანენ


კოსმოსურმა ხომალდმა, რომელიც ოლიმპიურ ცეცხლს ორბიტაზე გაიტანს, სტარტი ყაზახეთის კოსმოდრომ „ბაიკონურიდან“ აიღო. კოსმოსური ეტაპი ოლიმპიადების ისტორიაში პირველად ჩაერთო. თუმცაღა სოჭი 2014-ის ოლიმპიურ ჩირაღდანს ფრენის დროს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ აანთებენ. შაბათს, რუსი კოსმონავტები ოლეგ კოტოვი და სერგეი რიაზანსკი ღია კოსმოსში გავლენ, ხელიდან ხელში გადასცემენ ერთმანეთს ჩირაღდანს და ფოტოებს გადაიღებენ. ჩირაღდნის დედამიწაზე დაბრუნება 11 ნოემბრისათვის იგეგმება. სწორედ ამ ჩირაღდნიდან აანთებენ 2014 წლის თებერვალში სოჭში ოლიმპიურ ცეცხლს.
XS
SM
MD
LG