Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: ტაჯიკეთში არჩევნები ნამდვილი არჩევანის გარეშე ჩატარდა


ტაჯიკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეთვალყურეების შეფასებით, ამ არჩევნებს აკლდა პლურალიზმი და ნამდვილი არჩევანი. გუშინდელი კენჭისყრის შედეგად, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა, რომელიც 1992 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. ტაჯიკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 61 წლის რაჰმონს ერგო ხმების 83,6%. ეუთოს მეთვალყურთა მისიის ხელმძღვანელის, გორდანა კომიჩის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, მაგრამ ელექტორატს არ ჰქონია ნამდვილი არჩევანი. რაჰმონს კონკურენციას უწევდა ხუთი ნაკლებად ცნობილი კანდიდატი, რომლებიც მისსავე მხარდამჭერებად ითვლებიან. ერთადერთი სერიოზული მეტოქე, რომელიც ოპოზიციურ ძალას წარმოადგენდა, არჩევნებამდე იქნა დისკვალიფიცირებული.
XS
SM
MD
LG