Accessibility links

logo-print

ჟენევაში დაიწყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


ჟენევაში დაიწყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ირანისა და ექვსი წამყვანი ქვეყნის - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის და გერმანიის მონაწილეობით. ორდღიანი შეხვედრის დაწყებამდე ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ამ კვირაშივეა შესაძლებელი, მიღწეულ იქნეს შეთანხმება, რომელიც გზას გაუხსნიდა ირანის ბირთვული პროგრამის გამო დაპირისპირების მოგვარებას, თუ მოლაპარაკების მონაწილეები მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიჩენენ. დიპლომატების ცნობით, ირანთან მოლაპარაკებაში მონაწილე ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებს სურთ, რომ ირანმა გარკვეული ლიმიტები დააწესოს თავის ბირთვულ პროგრამაზე - თეირანის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG