Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე: მთავრობას აუცილებლად მოუწევს ხარჯების შეცვლა


საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს არარეალურ გათვლებზე დაფუძნებულს უწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. "ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში 1,3%-ია, წლიური კი შესაძლოა, მაქსიმუმ 2,5% იყოს, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად გაჩერებულია”, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე შეფასებით, წლის დანაკლისი ნახევარი მილიარდიდან ერთ მილიარდ ლარამდე იქნება და მთავრობას აუცილებლად მოუწევს ხარჯების შეცვლა. ნაციონალურ მოძრაობაში ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის შეკვეცა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება.
XS
SM
MD
LG