Accessibility links

უკრაინის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს ტიმოშენკოს პრობლემის მოსაგვარებლად


უკრაინის პარლამენტში განახლდა მსჯელობა კანონპროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს ავადმყოფი პატიმრებისათვის უცხოეთში მკურნალობის უფლების მინიჭებას. ოთხი ახალი კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო შეძლებს გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრებას. ტიმოშენკოს 2011 წელს მიუსაჯეს პატიმრობა ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, რომელიც ბევრს მიაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. ევროკავშირი კიევს აფრთხილებს, რომ ტიმოშენკოს საკითხი მალე უნდა მოგვარდეს, თუ უკრაინას სურს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა ვილნიუსში, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება. ცნობების თანახმად, კიევში 2000-მდე ოპოზიციონერი აქტივისტი და მათი მხარდამჭერი შეიკრიბა ტიმოშენკოს გათავისუფლების და ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG