Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი შინა პატიმრობიდან გაათავისუფლეს


პაკისტანში შინა პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი. ცნობების თანახმად, საპატიმროს მცველებმა წუხელ დატოვეს მისი ვილა ისლამაბადის გარეუბანში. მუშარაფი წელს, აპრილში მოათავსეს შინა პატიმრობაში მას შემდეგ, რაც პაკისტანში დაბრუნდა ოთხ წელიწადზე მეტი ხანი ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ. მუშარაფის ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს კვლავაც ეკრძალება პაკისტანიდან გამგზავრება, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ მუშარაფი აპირებს დუბაიში გამგზავრების მოთხოვნას, ავადმყოფი დედის მოსანახულებლად. ფერვეზ მუშარაფისათვის წაყენებული ბრალდებებიდან ერთ-ერთი უკავშირდება პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობას 2007 წელს. მუშარაფს გირაო აქვს შეფარდებული.
XS
SM
MD
LG