Accessibility links

logo-print

კერი საუბრობს „მნიშვნელოვან პროგრესზე“ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, „მნიშვნელოვანი პროგრესია“ მიღწეული ისრაელსა და პალესტინელებს შორის საბოლოო სტატუსზე შეთანხმების კუთხით. ამ შინაარსის განცხადება კერიმ ხუთშაბათს, იორდანიის დედაქალაქ ამანში ჩასვლის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ისრაელიც და პალესტინელების ლიდერებიც ადასტურებენ მხარდაჭერას სამშვიდობო მოლაპარაკებისადმი, დაძაბულობის „მომენტების“ მიუხედავად. იორდანიაში ჯონ კერის ვიზიტის გეგმა ითვალისწინებს მეფე აბდულასთან და პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრებს. ოთხაშათს ის ცალ-ცალკე შეხვდა აბასსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ცნობების თანახმად, კერიმ ორივეს მოუწოდა „რეალურ კომპრომისებზე“ წასვლისაკენ.
XS
SM
MD
LG