Accessibility links

logo-print

სირიაში მოხდა ქიმიური იარაღის კიდევ ერთი საცავის დემონტაჟი


ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ცნობით, სირიაში მოხდა ქიმიური იარაღის კიდევ ერთი საცავის დემონტაჟი. საუბარია ერთ-ერთზე სულ ორი საცავიდან, რომელიც ინსპექტორებს ჯერ არ ჰქონდათ შემოწმებული. გაერომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას დაავალა სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების მეთვალყურეობა. ამ ორგანიზაციის ინფორმაციით, იარაღის საცავი ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოსთან მდებარეობდა. სირიის ჯარებმა მისი დამონტაჟი მოახდინეს და ობიექტი დატოვეს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ცნობით, ქიმიური იარაღის 23 ობიექტიდან, რომლის შესახებაც სირიამ გამოაცხადა, შემოწმებულია უკვე 22. სირია დათანხმდა მთელი მისი ქიმიური არსენალის განადგურებას 2014 წლის შუა პერიოდამდე.
XS
SM
MD
LG