Accessibility links

სამარშრუტო ხაზების ყოფილი ინვესტორები მერიის წინააღმდეგ


სამარშრუტო ხაზების ყოფილი ინვესტორები მერიის წინააღმდეგ 7 ნოემბერს, თბილისში, საპროტესტო აქცია მოაწყვეს მიკროავტობუსების ხაზების ყოფილმა ინვესტორებმა, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს 2011 წლის 31 იანვარს, თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის გამო. ამ ტენდერის შედეგად, მათი თქმით, დაზარალდა ხუთი ათასამდე მცირე მეწარმე: ინვესტორების ადგილი დაიკავა ერთმა კომპანიამ, დანარჩენები კი უშემოსავლოდ დარჩნენ. დღეს ეს საკითხი განიხილა თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიამ. ჩატარდება თუ არა ხელახალი ტენდერი, ან გადაიგზავნება თუ არა საქმე პროკურატურაში, კომისიამ უახლოეს მომავალში უნდა გადაწყვიტოს.

XS
SM
MD
LG