Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ევროკავშირის პრეზიდენტს


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან ვან რუმპეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული კურსი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გაამახვილა და ევროკავშირის საბჭოს ლიდერს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 29 ოქტომბერს სააკაშვილმა ასევე ბრიუსელში გამართა შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟოზე მანუელ ბაროზუსთან.
XS
SM
MD
LG