Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გრძელდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ჟენევაში გრძელდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანისა და მსოფლიოს „ექვსეულის“ წარმომადგენლები იმედოვნებენ გარკვეული შეთანხმების მიღწევას. დღეს მოლაპარაკებებს შეუერთდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის ტურნე დაასრულა. ხუთშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მსოფლიოს „ექვსეული“ მზად არის შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული ზოგიერთი სანქცია, თუკი თეირანი მკაფიო ნაბიჯებს გადადგამს ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერებისკენ. „სი-ენ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა ბირთვულ საკითხებში ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ თეირანმა შესაძლოა ნაწილობრივ შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამა. ზარიფმა გამოთქვა იმედი, რომ პარასკევს მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.
XS
SM
MD
LG