Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მაღაზიაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


დაღესტანში, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა მაღაზიაში აფეთქების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მახაჩყალაში დაუდგენელი პირები მანქანით მივიდნენ მაღაზიასთან, ესროლეს მცველს და ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს შენობაში, რის შემდეგაც მიიმალნენ. დაღესტნის საგამოძიებო სამმართველოს წარმომადგენლის განცხადებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
XS
SM
MD
LG