Accessibility links

logo-print

პაკისტანის თალიბანი შურისძიებით იმუქრება


პაკისტანის თალიბანი მთავრობას შურისძიებით ემუქრება ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პაკისტანელი თალიბების ახალ ლიდერად აირჩია მოლა ფაზლულა. ფაზლულამ შეცვალა ჰაკიმულა მეჰსუდი, რომელიც 1 ნოემბერს მოკლეს, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად. თალიბანის ხელმძღვანელების საბჭოს წევრმა, ასმათულა შაჰინმა პარასკევს ტელეფონით უთხრა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“, რომ პაკისტანის თალიბანი, ანუ „თაჰრიკ-ე თალიბან პაკისტანი“ იერიშებს მიიტანს უშიშროების ძალებზე, მთავრობის ობიექტებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე და პოლიციაზე, მაჰსუდის მკვლელობისათვის შურის საძიებლად. გავრცელებული ინფორმაციით, მეჰსუდი მზად იყო პაკისტანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების დასაწყებად შესაძლო ზავზე, როცა ის მოკლეს. პაკისტანის თალიბანის ახალი ლიდერი ეწინააღმდეგება მთავრობასთან მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG