Accessibility links

ევროკავშირში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს ანტისემიტიზმის პრობლემას


ევროკავშირში განვლილი წლის განმავლობაში ყოველ მეხუთე ებრაელს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ანტისემიტიზმი - სიტყვიერი შეურაცხყოფის, შევიწროვების ან ფიზიკური თავდასხმის სახით. ასეთი შედეგი აჩვენა გამოკვლევამ, რომელიც ჩაატარა ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტომ. გამოკვლევის შედეგი გამოქვეყნდა გერმანიაში ებრაელთა დარბევის - ე.წ. ბროლის ღამის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით. გამოკითხვაში მონაწილეობდა 5800 ებრაელი - ბელგიის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ლატვიის, შვედეთის მკვიდრნი. ამ ქვეყნებშია აღრიცხული ევროკავშირში მცხოვრებ ებრაელთა 90-მდე პროცენტი. კვლევის ავტორების შეფასებით, გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ანტისემიტიზმი კვლავინდებურად ფართოდ არის გავრცელებული, მის წინააღმდეგ ევროკავშირის სახელმწიფოების ძალისხმევის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG