Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტში ვერ თანხმდებიან ტიმოშენკოს შესახებ კანონპროექტზე


უკრაინის პარლამენტში პარასკევს ისევ ვერ შეთანხმდნენ კანონპროექტზე, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს მისცემდა უცხოეთში მკურნალობის შესაძლებლობას. პარლამენტის სხდომას ესწრებოდნენ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლები - პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი და ევროპის პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი პეტ კოქსი. მათ უკრაინის პარლამენტს მისცეს ერთი კვირა კანონპროექტის დასამტკიცებლად - თუ კიევს სურს, ამ თვის ბოლოს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უკრაინის საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან პარასკევს შეხვედრის შემდეგ, კვაშნევსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რთულია. მოგვიანებით ევროკავშირის წარმომადგენლებმა ქალაქ ხარკოვში, საავადმყოფოში მოინახულეს ტიმოშენკო. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 2011 წელს მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რომელსაც დასავლეთში ბევრი მიიჩნევს პოლიტიკურად მოტივირებულად.
XS
SM
MD
LG