Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია


შაბათს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, სადაც შეხვედრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ეს მოსკოვში იანუკოვიჩის უკვე მეორე ვიზიტია ბოლო ორი კვირის განმავლობაში და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტით გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოსკოვში უკრაინის ლიდერი ვილნიუსში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინ რუსეთთან „ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.“ მოელიან, რომ უკრაინა ვილნიუსში ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რასაც მოსკოვი სერიოზულად უპირისპირდება. რუსეთი თავის მხრივ ცდილობს, რომ უკრაინა რუსეთი ლიდერობით მოქმედი „ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრი გახდეს. იანუკოვიჩი და პუტინი ერთმანეთს ორი კვირის წინ, 27 ოქტომბერს სოჭში შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG