Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ


სირიის ოპოზიციის ლიდერები შაბათს შეიკრიბნენ, რათა იმსჯელონ უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რასაც მხარს აშშ-ი და რუსეთი უჭერენ. სირიის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები სტამბuლში ორი დღის განმავლობაში შეიკრიბებიან. ჟენევის საერთაშორისო კონფერენცია სირიაში ორი წლის განმავლობაში მიmდინარე სამოქალაქო ომის შეწყვეტასა და გარდამავალი მთავრობის ფორმირებას ისახავს მიზნად. სტამბულში დაგეგმილი შეხვედრამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა რობერტ ფორდმა სირიის კოალიციის ლიდერებთან გამართა შეხვედრა და შეეცადა დაეყოლიებინა ისინი, მიიღონ მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში. სირიის ოპოზიციაში დიდი განხეთქილებაა კოლექტიური ვალდებულებების თაობაზე. ოპოზიციის ბევრი ლიდერი კი წინააღმდეგია ბაშარ ასადის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობისა.
XS
SM
MD
LG