Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის სასახლეზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროშა ფრიალებს


საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად, ახალი დროშა ფრიალებს. დროშაზე, ჯვართან ერთად გულებია გამოსახული. ეს ის დროშაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე პარტიის ახალი დროშად წარმოადგინეს. ახალი ამბების "ინტერპრესნიუსს", რომელსაც საიტზე შესაბამისი ფოტოც აქვს გნთავსებული, პრეზიდენტის პრესსამსახურში ახალი დროშის აღმართვის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. მოგვაინებით პარტიული დროშის პრეზიდენტის სასახლეზე აღმართვის თაობაზე გავრცელდა ადმინისტრაციის უფროსის განცხადება. ანდრო ბარნოვის თანახმად, გულებიანი დროშა მხოლოდ ერთი დღით პრეზიდენტის სასახლეზე მუსიკალური კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით აღიმართა.
XS
SM
MD
LG