Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებზე ტაიფუნ „ჰაიანს“ ათასობით ადამიანი ემსხვერპლა


დაუზუსტებელი მონაცემებით ფილიპინებზე ათასობი კაცი დაიღუპა ქალაქ ტაკლობანში ქარბორბალა „ჰაიანის“ მოვარდნის შედეგად. არიან დაშავებულები. დაღუპულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ინფორმაციით, ქალაქში დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, არ მუშაობს კომუნიკაციები. აეროპორტებში გადაიდო საავიაციო რეისები, შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტი, დახურულია ბევრი დაწესებულება და სკოლები. ახალი მონაცემებით, ციკლონი ვიეტნამისაკენ მიემართება. ამ ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია.
XS
SM
MD
LG