Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები რთულია


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ირანის სადაო ბირთვული პროგრამის გარშემო მსოფლიოს ლიდერებთან ჟენევაში გამართული შეხვედრის დროს. ზარიფის თანახმად, რომლის სიტყვებიც ირანის სახელმწიფო სააგენტო ისნას მოყავს, ზოგიერთ საკითხში მოხდა შეთანხმების მიღწევა, თუმცა, არის რიგი საკითხებისა, რაშიც მხარეთა პოზიციები კვლავ განსხვავდება. ზარიფის ეს კომენტარი მოჰყვა ოპტიმიზმს, რაც ჟენევაში ხუთშაბათს დაწყებულ მოლაპარაკებებმა აღძრა მას შემდეგ, რაც შეხვედრას აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეუერთდნენ. ზარიფის თქმით, უთანხმოება ირანის ბირთვული სახელმწიფოს გარეშემო წამყვან სახელმწიფოებს შორისაც არსებობს, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებები კვირასაც გაგრძელდეს. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ თუკი შაბათს ვერ მოხდება შეთანხმება, მაშინ მოლაპარაკებებ ათი დღის განმავლობაში განახლდება.
XS
SM
MD
LG