Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული გემის კაპიტნის ძებნა შეწყდა


ჩაძირული გემის, ,,სტელას" დაკარგული კაპიტნის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 5 ნოემბერს შეწყდა და გემის კაპიტანი ლევან თებიძე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა მიიღო შეტყობინება სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემის ,,სტელას" ეკიპაჟის წევრისგან. მისი ინფორმაციით, ხსენებული გემი, დილის საათებში, რიფთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა კუნძულ კარპათოსის სანაპიროსთან, გემის ეკიპაჟის 5 წევრი უვნებელი გადარჩა, ხოლო გემის კაპიტანი - ლევან თებიძე დაკარგულად ითვლებოდა.
XS
SM
MD
LG