Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა კოსმონავტებმა ოლიმპიური ჩირაღდანი პირველად გაიტანეს კოსმოსში


ორმა რუსმა კოსმონავტმა პირველად გაიტანეს ღია კოსმოსში ოლიმპიური ჩირაღდანი. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში უჩვენა ოლეგ კოტოვი, რომელსაც მარჯვენა ხელში უპყრია ჩირაღდანი იმ დროს, როდესაც მისი კოლეგა სერგეი რიაზანსკი მაღალი ტექნოლოგიის აპარატით აღნუსხავს ისტორიულ მომენტს. უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით კოსმოსურ სივრცეში ყოფნის განმავლობაში ჩირაღდანი არ აინთება. ჩირაღდანი დედამიწაზე ორშაბათს დაბრუნდება და შემდეგ კვლავ ანთებულ ვითარებაში განაგრძობს 65 ათას კილომეტრიან მოგზაურობას, ვიდრე ოლიმპიურ ცეცხლს 7 თებერვალს სოჭში არ ჩაიტანენ.
XS
SM
MD
LG