Accessibility links

logo-print

ირანი უარს არ იტყვის ბირთვულ პროგრამაზე


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ ირანი არასოდეს იტყვის უარს ბირთვული პროგრამის შექმნისა და მათ შორის ურანის გამდიდრების უფლებაზე. ახალი ამბების სააგენტო ისნას თანახმად, ირანის პოლიტიკურმა ლიდერმა ეს განცხადება კვირას პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, როდესაც აღნიშნა, რომ „არსებობს წითელი ხაზი, რომელიც არ გადაიკვეთება“. როჰანის კომენტარი მოჰყვა ირანის ბირთვულ პროგრამის გარშემო შაბათს ჟენევაში გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. ირანისა და მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოები აშშ-ი, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი მოელიან, რომ მოლაპარაკებები 20 ნოემბერს განახლდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს წარმატებული უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ხელსაყრელი დიპლომატიური მომენტი განუსაზღვრელი ვერ იქნება.
XS
SM
MD
LG