Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებზე ციკლონის მსხვერპლი რამდენიმე ათასს აღწევს


ფილიპინების ხელისუფლება შიშობს, რომ ტაიფუნ ჰაიანის მსხვერპლი შესაძლოა მხოლოდ ერთ რეგიონში 10 ათასს აღწევდეს. პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ელმერ სორიას თანახმად, მათი მონაცემებით ცენტრალურ ლეიტის პროვინციაში შენობების დანგრევისა და წყალდიდობის შედეგად ათი ათასამდე კაცი დაიღუპა. სხვაგან, სამარის კუნძულის მახლობლად კი ციკლონის ზემოქმედების შედეგად დაიღუპა 300 კაცი და 2000-ი უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტაიფუნი ჰაიანი, რომელიც დღემდე ცნობილ ციკლონთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია, პარასკევს ფილიპინების ექვს ცენტრალურ კუნძულს დაატყდა თავს. ციკლონი საათში 275 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა და მის მიერ აღძრული ტალღების სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევდა.
XS
SM
MD
LG