Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დააბრუნეს


დიდი ხმაურის შემდეგ, რაც წუხელ პრეზიდენტის სასახლის გუმბათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გულებიანი დროშის აღმართვას მოჰყვა, სახელმწიფო დროშა კვლავ დაუბრუნდა ჩვეულ ადგილს. მანამდე საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნაციონალური მოძრაობის დროში ჩამოხსნა კატეგორიულად მოსთხოვა. მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეზე გულებიანი დროშის აღმართვაზე მთავრობის პოზიციას. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განმარტა, აღნიშნული დროშის აღმართვა მუსიკალური კლიპის გადაღებას უკავშირდებოდა და იგი დღეს შუადღეს ჩამოხსნეს გუმბათიდან.
XS
SM
MD
LG