Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანიამ არტილერისტებს პროფესიული დღე მიულოცა


საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით დღეს ვაზიანში, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონია გაიმართა. არტილერისტებს საიუბილეო თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა ის დღეს შეხვდა არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მათი მილოცვაც გადასცა.
XS
SM
MD
LG