Accessibility links

logo-print

ავიგდორ ლიბერმანი მინისტრის პოსტზე დაბრუნდ


ავიგდორ ლიბერმანი, რომელიც ცნობილია თავის ულტრამემერჯვენე შეხედულებებით, ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ იკავებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. ლიბერმანი გასულ წელს გადადგა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას ბრალი დასდო კორუფციისა და ნდობით ბოროტად სარგებლობის გამო. საქმე შეეხებოდა დიპლომატ ზეევ ბენ არეს ლატვიაში დანიშვნას. ამტკიცებდნენ, რომ ამის ნაცვლად არემ ლიბერმანი პოლიციის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ გააფრთხილა. გასულ ოთხშაბათს სასამართლომ გაამართლა პოლიტიკოსი და მოუხსნა ბრალდებები. სანამ სასამრთლო გრძელდებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური დატოვა. ავიგდორ ლიბერმანი ლიდერია პარტიისა „ისრაელი- ჩვენი სახლია“, რომელიც ნეთანიაჰუს ლიდერობით მოქმედი ლიკუდის მოკავშირეა.
XS
SM
MD
LG