Accessibility links

logo-print

მუშაობა შეწყვიტა სახელმწიფო საგუნდო კაპელამ


ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა მძიმე სოციალურ-მატერიალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვს და არსებული სიტუაციის გამოსწორებამდე შემოქმედებით მუშაობას წყვეტს. კაპელა ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. კაპელის განცხადებაში, რომელსაც ხელს მთელი შემოქმედებითი გუნდი აწერეს, ნათქვამია, რომ "ქვეყანაში არაფერია იმაზე მყარი და სტაბილური, ვიდრე კაპელისთვის წლების წინ დანიშნული და დღემდე უცვლელი 200 ლარი".
XS
SM
MD
LG