Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო მედიაკონფერენცია


მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის, დუნია მიატოვიჩის ოფისის ორგანიზებით, 11-12 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები. კონფერენციაზე მოხდება ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მედიის სფეროში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG