Accessibility links

პაკისტანში აკრიტიკებენ მოკლული თალიბების „წამებულად“ მოხსენიებას


პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა მკაცრად გააკრიტიკეს ქვეყნის ისლამისტური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც „წამებულად“ მოიხსენია ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ მოკლული პაკისტანელი თალიბების ლიდერი. კვირას სახმელეთო ძალების წარმომადგენელმა უპასუხისმგებლო განცხადება უწოდა სიედა მუნავრა ჰასანის, პარტია ”ჯამაათ ე ისლამის” ხელმძღვანელის განცხადებას, რომელმაც პაკისტანის ტელევიზიას განუცხადა, რომ მისი აზრით, თალიბების ლიდერი ხაკიმულა მეხსუდი, წამებული იყო.
XS
SM
MD
LG