Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროპიკულმა ტაიფუნმა მიაღწია ჩრდილოეთ ვიეტნამის სანაპირომდე


ტროპიკულმა ტაიფუნმა, რომელმაც ფილიპინებზე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჩრდილოეთ ვიეტნამის სანაპირომდე მიაღწია. მეხუთე კატეგორიის ტაიფუნი „ჰაიანი“ ახლა კლასიფიცირდება როგორც პირველი კატეგორიის შტორმი. რისკის ზონიდან ევაკუირებულია 600 ათასი ადამიანი. დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი. მეზობელმა ჩინეთმა კუნძულ ხაიანანის ტერიტორიაზე, რომელიც ტურისტული ზონაა, განცხადება გააკეთა ტაიფუნის მოახლოების საშიშროებაზე. შაბათს ფილიპინებზე დამტყდარმა შტორმმა 10 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშველებში ამ დრომდე ცდილობენ დაზარალებულთა გადარჩენას. ქარიშხის სიჩქარე ტაიფუნის ცენტრში სინოპტიკოსების თქმით, 300 კმ/სთ-ს აღწევდა.
XS
SM
MD
LG