Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია თანახმაა მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო კონფერეციაში


სირიის ოპოზიციურ ნაციონალური კოალიცია დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო კონფერენციაში, რომლის გამართვასაც ამერიკა და რუსეთი ჟენევაში, თვის ბოლოს გეგმავენ. სტამბულში ამ საკითხის ორდღიანი განხილვის შემდეგ, კოალიციის წევრებმა შეიმუშავეს პირობების სია, რომლის შესრულების შემთხვევაში, ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში, ამის შესახებ ინფორმაციას ”როიტერსი” ავრცელებს. სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არ მიიღებს არანაირ წინაპირობას ოპოზიციის მხრიდან. სამშვიდობო კონფერენციის გამართვის მცდელობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სირიის ოპოზიცია ვერ თანხმდება კონფერეციის დამსწრეთა და კონფერენციის დღის წესრიგის თაობაზე.
XS
SM
MD
LG