Accessibility links

ორი ადამიანი შეეწირა ჰიუსტონში, სტუდენტურ წვეულებაზე მომხდარ სროლას


აშშ-ში ჰიუსტონში, სტუდენტურ წვეულებაზე მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე 19 დაიჭრა. როგორც ამერიკის პოლიცია იტყობინება, წვეულებაზე, სადაც ერთ-ერთი სტუდენტის მეთვრამეტე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, რაც სტუმარმა პისტოლეტიდან ჰაერში გაისროლა, რასაც სხვა სტუმრის მხრიდან სტუდენტების მისამართით სროლა მოჰყვა. დაბადების დღის აღსანიშნავად 100-ზე მეტი, 17-18 წლის ახალგაზრდა იყო შეკრებილი. პოლიცია ორ მოზარდს ეძებს, რომლებიც სროლაში არიან ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG