Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი იმედოვნებს, რომ მალე მოგვარდება უთანხმოება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმედს გამოთქვამს, რომ რამდენიმე თვეში მიაღწევენ შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოების მოსაგვარებლად. ირანმა და მსოფლიოს წამყვანმა ექვსმა ქვეყანამ გასულ კვირაში გამართეს ჟენევაში მოლაპარაკება, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. აბუ დაბიში ჟურნალისტებთან საუბრისას, კერიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ერთიანი პოზიცია ჰქონდათ ჟენევის მოლაპარაკებაზე, მაგრამ ირანელებმა ვერ შეძლეს „იმ კონკრეტულ მომენტში“ დათანხმება. მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, 20 ნოემბერს გაიმართება. იუწყებიან ასევე, რომ გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელმა, იუკია ამანომ დღეს თეირანში, ირანელ ოფიციალურ პირებთან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას სამომავლო თანამშრომლობაზე ბირთვული პროგრამის გარშემო დარჩენილი უთანხმოების მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG