Accessibility links

logo-print

ვარშავაში იმართება გაეროს სამიტი კლიმატურ ცვლილებებზე


ვარშავაში გაიხსნა გაეროს სამიტი კლიმატური ცვლილებების შესახებ ახალ გლობალურ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. სამიტის მთავარი ღონისძიებები ტრადება ეროვნული სტადიონის ტერიტორიაზე და ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში. ფორუმზე, რომელიც 22 ნოემბრამდე გაგრძელდება, მოელიან ათასობით მონაწილეს - მათ შორის პოლიტიკოსებს, მეცნიერებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაეროს წევრი თითქმის ყველა ქვეყნიდან. მიზანია შეთანხმება პრინციპებზე, რომლებიც შესაძლოა შევიდეს ახალ ხელშეკრულებაში მსოფლიოში სათბურის გაზების გამოყოფის შესაზღუდად. მოლაპარაკებების წინა რაუნდების წარუმატებლობის შემდეგ, ახლა იმედოვნებენ, რომ 2015 წელს მიაღწევენ საბოლოო შეთანხმებას. ორი ათწლეულია, კლიმატურ ცვლილებებზე შეთანხმებას აფერხებს აზრთა სხვაობა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის იმის გარშემო, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ზომები კლიმატური ცვლილებების შესანელებლად.
XS
SM
MD
LG