Accessibility links

logo-print

პაკისტანში მოკლეს ექსტრემისტული ჯგუფის მთავარი დამფინანსებელი


პაკისტანში მოკლეს ექსტრემისტული ჯგუფის, თალიბანის მოკავშირე „ჰაკანის“ ქსელის მთავარი დამფინანსებელი, ნასირუდინ ჰაკანი. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჰაკანი კვირას მოკლეს ისლამაბადში, ავტომანქანით მგზავრობისას. როგორც იუწყებიან, ნასირუდინ ჰაკანის გადაასვენებენ ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, სადაც მას დღესვე დაკრძალავენ. 2010 წელს შეერთებულმა შტატებმა ნასირუდინ ჰაკანი „გლობალური ტერორისტების“ სიაში შეიყვანა. ამას გარდა, შეერთებული შტატები „ჰაკანის“ ქსელს მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელსაც პასუხისმგებლობას აკისრებს ავღანეთში რამდენიმე გახმაურებული თავდასხმის მოწყობაზე. „ჰაკანის“ ქსელი ნასირუდინ ჰაკანის მამის დაარსებულია. ორგანიზაციას ახლა ნასირუდინის ძმა, სირაუდინ ჰაკანი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG