Accessibility links

logo-print

ატომური ენერგეტიკის სააგენტომ და ირანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ და ირანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ბირთვული პროგრამის საკითხში მომავალი თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება გზას უხსნის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ინსპექტორების მიერ ირანში რამდენიმე ობიექტის, მათ შორის გაჩინის ურანის მაღაროს შემოწმებას და სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ზომების განხორციელებას. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა იუკია ამანომ თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, დღეიდან მოყოლებული, სამი თვის განმავლობაში განხორციელდება კონკრეტული ზომები. ირანის ბირთვული ობიექტებიდან, უცხოეთში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს არაკის რეაქტორი, რომელიც შესაძლოა მომავალი წლის მიწურულს ამოქმედდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯეო კერიმ დღეს გამოთქვა იმედი, რომ რამდენიმე თვეში მოგვარდება ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოება.
XS
SM
MD
LG