Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ხადური გამოეხმაურა ლარის კურსის ცვლილების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს


საქართველოს ფინანსთა მინისტრი აბსურდად მიიჩნევს შეფასებას, რომ ბოლო დღეებში ლარის კურსი რამდენიმე პუნქტით ხელოვნურად, წლევანდელი ბიუჯეტის შესავსებად შემცირდა. ”ვინც ამას ამბობს წარმოდგენა არ აქვს არც ბიუჯეტზე, არც ლარის კურსზე და ზოგადად ეკონომიკაზე”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა. შეკითხვას, როგორ აპირებს მთავრობა წლევანდელი ბიუჯეტის შევსებას, ხადურმა უპასუხა, რომ ისევე, როგორც აქამდე ავსებდა, ანუ ”ძალიან კარგად, წყნარად და ყოველგვარი ძალდატანების, დაშინების და დაყაჩაღების გარეშე.” ფინანსთა მინისტრის განმარტებით, დაგეგმილი იყო, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იქნებოდა 2,9%, რომელიც სავარაუდოდ, 2%-მდე შემცირდება და ხარჯების გაწევას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ნოდარ ხადურის განცხადებითვე, 13 ნოემბერს, პარლამენტის სხდომის შემდეგ გაირკვევა მოსალოდნელია, თუ არა 2013 წლის ბიუჯეტის შეცვლა.
XS
SM
MD
LG