Accessibility links

logo-print

ეუთო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მოუწოდებს მედიის თავისუფლების კუთხით მეტი პროგრესისკენ


ეუთოს შეფასებით, მედიის თავისუფლების კუთხით სამხრეთ კავკასიაში საჭიროა მეტი პროგრესი, ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ამის შესახებ განაცხადა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა, რომელმაც დღეს თბილისში გახსნა ეუთოს სამხრეთ კავკასიის 10-ე მედიაკონფერენცია. ეუთომ საგანგებო პრესრელიზი გაავრცელა კონფერენციასთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ ორდღიან კონფერენციაზე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების კუთხით ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეულ წინსვლას, ისევე როგორც არსებულ გამოწვევებს. მიატოვიჩმა პრობლემებად დაასახელა საფრთხე, რომელიც ჟურნალისტებს ემუქრება, პლურალიზმის ნაკლებობა, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტელევიზიების დამოუკიდებლობის შეზღუდვა. მიატოვიჩი იმედოვნებს, რომ დიგიტალიზაციის პროცესი შექმნის შესაძლებლობას რეგიონში მედიის თავისუფლების განმტკიცებისათვის.
XS
SM
MD
LG