Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ევროკავშირმა განაახლეს მოლაპარაკება ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე


ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა განაახლეს მოლაპარაკება შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას. სავაჭრო და საინვესტიციო ტრანსატლანტიკური პარნტიორობის შესახებ მოლაპარაკებაზე, რომელიც მთელი კვირა გაგრძელდება ბრიუსელში, ყურადღებას გაამახვილებენ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაუმჯობესებაზე. შეთანხმებას უკავშირებენ ევროკავშირისა და აშშ-ის ეკონომიკური ზრდისა და ასიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნის იმედს. მოლაპარაკებათა ფონს ქმნის დაძაბულობა ბრალდებების გამო, რომ აშშ-ის უშიშროების სამსახურები ევროპელ ოფიციალურ პირებსა და კომპანიებს უთვალთვალებდნენ. აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ 2012 წელს 800 მილიარდამდე ევრო (1,08 ტრილიონი დოლარი) შეადგინა.
XS
SM
MD
LG