Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა და ირანმა ორივე ქვეყანაში დროებითი რწმუნებულები დანიშნა


ბრიტანეთმა და ირანმა ორივე ქვეყანაში დროებითი რწმუნებულები დანიშნა. როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ამ უწყებაში ირანის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, აჯაი შარმა დანიშნა ირანში ბრიტანეთის საქმეთა დროებით რწმუნებულად. ირანის სააგენტო მეჰრის თანახმად, ბრიტანეთში ირანის დროებით რწმუნებულად დაინიშნა მუჰამად ჰასან ჰაბიბოლა. ორივე ქვეყნის რწმუნებულები ჯერ-ჯერობით არ დაიდებენ ბინას შესაბამის ქვეყნებში, ისინი მხოლოდ რეგულარულად იმოგზაურებენ. ბრიტანეთმა 2011 წელს დახურა საელჩო ირანში, როცა შენობას სტუდენტებმა შეუტიეს ირანისთვის ლონდონის მიერ სანქციების დაწესების გამო. ირანმა საპასუხოდ თავისი დიპლომატები გაიწვია ბრიტანეთიდან.
XS
SM
MD
LG